ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუში: ერაყში პროგრესი დამაკმაყოფილებელია


აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ახალ ანგარიშში ერაყის მთავრობის საქმიანობას დამაკმაყოფილებლად აფასებს, იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც მას აშშ კონგრესმა მას დაუსახა პოლიტიკურ და სამხედრო დარგში. მაისში, კონგრესმა როგორც ცნობილია დაამატკიცა ერაყის ომის დაფინანსება იმ პირობით, რომ ბუშის ადმინისტრაცია 15 ივლისს და შემდეგ 15 სექტემბერს მოახდენდა ერაყში სიტუაციის შეფასებას. ბუშის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტის მოხსენებამ დაადასტურა, რომ 18დან 8 პუნქტში ერაყის მთავრობამ პროგრესი აჩვენა. თუმცა ამ ფონზე, გაზეთი ვაშინგტონ პოსტი წერს რომ პროგრესი ერაყში თავად ერაყის მთავრობის მხრიდან არადამაკმაყოფილებელია.
XS
SM
MD
LG