ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 ივლისს  მსოფლიო მოსახლეობის დღე აღინიშნება


გაეროს მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი მონაცემების თანახმად ქალაქის მოსახლეობის ზრდის ტემპი საგრძნობლად იზრდება.

გაეროს ყოველწლიურ შემაჯამაბელ კონფერენციაზე აქცენტი სწორედ მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე კეთდება.

2008 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი; 3 მთელი სამი მილიარდი ადამიანი ქალაქში იცხოვრებს.

2030 წლისთვის ეს რიცხვი თითქმის 5 მილიარდს, ანუ მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს მიაღწევს.

დროის ამ მონაკვეთში აფრიკისა და აზიის ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდება.

ამავე მოხსენების თანახმად მომავალში ქალაქის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მოსახლეობის ღარიბი ფენები შეადგენს.

განსაკუთრებით გამოირჩევა აზია, შემდეგ აღმოსავლეთ აზია, აფრიკის სამხრეთი და ლათინური ამერიკა.

ლორენს სმიტი ვაშინგტონში არა-სამთავრობო ორგანიზაცია, მოსახლეობის ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ.

სმიტის აზრით განვითარებადი ქვეყნებში არ ხდება პროფესიული კულტურის გარდაქმნა-განვითარება, არ არსებობს პროგრამები რომელიც არაკვალიფიციური მუშახელის წვრთნას ემსახურება, რაც ამავე დროს კვალიფიციური შრომის დაცემას იწვევს.

უნდა მოხდეს საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნესის წარმოების პირობების გაუმჯობესება, ხალხის მოზიდვა და ამ საქმიანობაში ჩართვა. უმეტეს შემთხვევაში შრომის ხარისხიანი შედეგისთვის აუციელებელია მისი პროფესიული წვრთნა და ცოდნის დაგროვება.

მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე არ ხდება ამ პრობლემის ხელსაყრელი პრიბობებით უზრუნველყოფა, და აქედან გამომდინარე ღარიბი ფენა გამოუვალ მდგომარეობაში ხვდება.ცდ

გაეროს მოხსენების თანახმად უნდა მოხდეს გეგმის შემუშავება რომელიც დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იქნება კონცენტრირებული. სამოქმედო გეგმა ღარიბი ფენებისთვის თავშესაფრისა და ელემენტარული პირობების გაუმჯობესებასაც გაითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG