ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოთარეშეებმა სამარაში 5 ერაყელი ჯარისკაცი მოკლეს


მოთარეშეებმა სამარაში 5 ერაყელი ჯარისკაცი მოკლეს. ბრიტანელმა სამხედროებმა სამი პარტიზანი მოკლეს, რომლებიც ერაყში იარაღის შემოტანას ცდილობდნენ. მოთარეშეები ირან ერაყის საზღვარზე ქალაქ ალ-მაჯარ-ალ-ქაბირის მახლობლად ბრიტანულმა შვეულმფრენმა გაანადგურა. ორშაბთს ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსიარ ზებარიმ შეშფოთება გამოხატა ერაყიდან ამერიკის ჯარების შესაძლო გაყვანის თაობაზე. მინისტრის აზრით ეს ერაყის ახლანდელი ხელიოსუფლების დამხობას და სამოქალაქო ომს გამოიწვევს, რომელიც შესაძლოა რეგიონალურ ომებში გადაიზარდოს. ბოლო ორი დღის განმავლობაში ერაყში სულ ცოტა 250 ადამიანი მოკლეს.
XS
SM
MD
LG