ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვა: ერაყის ომი არაპოპულარულია


საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, დღეს ამერიკაში წინააღმდეგობა ერაყის ომის მიმართ ყველაზე დიდია. სენატი, მიმდინარე კვირას ერაყში სამხედრო ხარჯებს განიხილავს. გამოკითხვის შედეგად, რომელიც იუ ეს ეი თუდეიმ, და გალოპმა ჩაატარეს, 1000ზე მეტი ამერიკელი დაჰკითხეს. აქედან, 70თ პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა ერაყიდან ამერიკის სამხედრო ძალების სრულ გაყვანას აპრილამდე. გამოკითხულთა მხოლოდ 20მა პროცენტმა აღნიშნა, რომ იანვრის შემდეგ ერაყშ ამერიკული სამხედრო ძალების გაზრდამ გარკვეული შედეგი მოიტანა. გამოკითხვის თანახმად, გაირკვა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის რეიტინგიც, რომელიც ივნისში 33 ტი პროცენტიდან, ახლა 29 პროცენტამდე დავარდა. გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება დაემთხვა სენატში დემოკრატების მიერ თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტში შესწორებების შეტანის მომენტს. ერთერთი შესწორების თანახმად, აპრილის შემდეგ, დაფინანსება უწყდება საბრძოლო ოპერაციებშI მონაწილე ჯარისკაცებს.
XS
SM
MD
LG