ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა სავალუტო ფონდის ახალ დირექტორზე მსჯელობს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მმართველად საფრანგეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრის დომინიk სტრაუს კანის კანდიდატურას დაუჭირონ მხარი. პორტუგალიამ, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ხელმძღვანელობა აბარია, დღეს გააკეთა განცხადება ამის შესახებ. როგორც იცით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამჟამინდელი მმართველი დირექტორი, წარმოშობით ესპანელი როდრიგო რატო ოქტომბერში, ვადაზე ადრე დატოვებს თანამდებობას. გასულ კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ სტრაუს კანი, შესატყვისი გამოცდილებისა და რამდენიმე უცხო ენის ცოდნით, საუკეთესო ფრანგი კანდიდატი იქნება ამ პოსტზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი, როგორც წესი, ევროპელია. ამერიკა კი მსოფლიო ბანკი პრეზიდენყს ნიშნავს.
XS
SM
MD
LG