აფეთქებისას სულ ცოტა 23 ადამიანი დაიღუპა. ერაყის დედაქალაქის სამხრეთით მდებარე გარეუბანში კამიკაძემ უშიშროების სამსახურის თანამშროემლები ააფეთქა. დაიღუპა 15 და დაიჭრა 20-მდე კაცი.
კიდევ ორი ავტომობილი ააფეთქეს ბაღდადში რასაც 8 ადამინაი სიცოცხლე შეეწირა. ერაყის ხელსისუფლების განცხადებით გუშინ ქვეყნის ჩრდილეთში კამიკაძის მიერ მოწყობილი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვმა 130-ს გადააჭარბა, დაიჭრა 250-ზე მეტი ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ შაბათს სოფელ ამრლის ბაზრობაზე კამიკაძემ ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე სატვირთო მანქანა ააფეთქა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო რომ ირგვლივ მდებარე სახლები და მაღაზიები მთლიანად გაანადგურა. მაშველებს ახლაც ამოჰყავთ ნანგრევებიდან ცოცხალ-მკვდარი დასახიჩრებული ადამიანები.