ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელისა და პალესტინის ოფიციალური პირები ერთმანეთს შეხვდნენ


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ციპი ლივნი იერუსალიმში პალესტინის პრემიერ-მინისტრ სალამ ფაიადს შეხვდა.

შეხვედრაზე პალესტინის ხელისუფლებაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიის მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.

სალამ ფაიადი იმ 250 პალესტინელის ბედით დაინტერესდა, რომლებიც ისრაელის ხელისუფლებამ ციხიდან უნდა გაანთავისუფლოს.

ამასობაში ისრაელის ჯარისკაცებმა ქალაქ ჯენინში პალესტინის ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი წევრი მოკლეს.

XS
SM
MD
LG