ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის არმიის პოლკოვნიკი ჰარუნ ისლამი დაიღუპა


ისლამაბადის წითელი მეჩეთის გარშემო მიმდინარე ბრძოლის შედეგად პაკისტანის არმიის პოლკოვნიკი ჰარუნ ისლამი დაიღუპა.

პაკისტანის სამთავრობო ჯარებმა მეჩეთის გალავანში რამდენიმე ხვრელი გააკეთეს აფეთქებების საშუალებით, რათა რელიგიური სკოლის მოწაფე გოგონებს იქიდან გაქცევის საშუალება მიეცეთ. პაკისტანის ხელისუფლების მტკიცებით რელიგიური სკოლის და მეჩეთის ტერიტორიაზე ათასამდე ქალი და ბავშვი იმყოფება.

მუსულმანური სალოცავის წინამძღვარი აბდულ რაშიდ ღაზი და მისი მომხრეები მთავრობის ულტიმატუმზე დანებებას არ აპირებენ და ბოლომდე აპირებენ ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მუშარაფი მათ სიკვდილით დაემუქრა.

აბდულ რაშიდ ღაზის განცხადებით სამთავრობო ჯარებმა მეჩეთის ტერიტორიაზე მყოფი სამასამდე ადამიანი მოკლეს, თუმცა პაკისტანის მთავრობა უარყოფს ამ ინფორმაციას.

წითელი მეჩეთის სტუდენტები ისლამაბადში შარიათის კანონების დაცვას ცდილობდნენ და ამ მიზნით რამდენიმე საროსკიპო დაარბიეს, რამაც პაკისტანის ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG