ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მომხრე 250 აქტივისტის ციხიდან განთავისუფლებას მის მიერ დანიშნული ახალი მთავრობის მხარდაჭერის მიზნით.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი ყველაფერს აკეთებს ზომიერი პალესტინელი ლიდერის მხარდასაჭერად. მისი აზრით აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას.
zისრაელში ამჟამად 10 000-მდე პალესტინელია ციხეში ჩაგდებული. ამინისტია კი მხოლოდ აბასის მომხრე ფათას დაჯგუფების წევრებს შეეხებათ.
მაჰმუდ აბასის მოწინააღმდეგე ჰამასის ლიდერთა განცხადებით ეს ამინისტია კარგად მეტყველებს პალესტინის პრეზიდენტის კოლაბორაციონიზმზე.