ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში გრძელდება თავდასხმები


ერაყის პოლიციის განცხადებით უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა.

ბაღდადის ჩრდილოეთით სოფელ ემრლის ბაზრობაზე სატვირთო მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას სულ ცოტა 28 ადამაინის სიცოცხლე შეეწირა. კიდევ 22 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა დიუალას პროვინციაში მომხდარი შეტაკებების შედეგად. თავად ბაღდადში ორი ერაყელი ჯარისაკცი ააფეთქეს.

ამავე დღეს ერაყის დედაქალაქში კიდევ 6 ამერიკელი ჯარისკაცი გამოასალმეს სიცოცხლეს. ბასრაში კი ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს.

XS
SM
MD
LG