ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში დაპირისპირება გრძელდება


გრძელდება დაპირისპირება პაკისტანის მთავრობასა და ისლამაბადის წითელ მეჩეთში გამაგრებულ მუსულმანებს შორის. უკვე მეექვსე დღეა ამ რაიონში არ წყდება სროლის და აფეთქებების ხმა.

ლალ მასჯიდის მეჩეთის წინამძღვარი აბდულ რაშიდ ღაზი და მისი მოწაფეები დანებებას არ აპირებენ და აცხცადებენ რომ მტავრობის ულტიმატუმზე დათანხმებას სიკვდილი ურჩევნიათ.

პაკისტანის ხელისუფლება ამტკიცებს რომ მეჩეთის ტერიტორიაზე 60 შეიარაღებული პირი და ასაობით სტუდენტის იმყოფება.

აბდულ რაშიდ ღაზის განცხადებით პაკისტანის სამთავრობო ჯარებმა რელიგიური სკოლის 70 მოწაფე მოკლეს, მუშარაფის მთავრობა კი აცხდებს რომ მსხვერპლის რიცხვი 19-ს არ აღემატება.

XS
SM
MD
LG