ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წითელი მეჩეთის წინამძღვარი დანებებას სიკვდილი ურჩევნია


პაკისტანის ჯარებით გარშემორტყმული მეჩეთის წინამძღვარმა განაცხადა, რომ მთავრობის ულტიმატუმის პირობებით დანებებას სიკვდილი ურჩევნია.

წითელი მეჩეთის წინამძღვარის აბდულ რაშიდ ღაზის განცხადებით ლალ მასჯიდის სალოცავში გამაგრებული ასობით მისი მიმდევარი თავს გაწირავს მაგრამ არ დანებდებიან. მეჩეთის გარშემო უკვე მესამე დღეა სროლის და აფეთქებების ხმა ისმის.

პაკისტანის მთვარობა მეჩეთში მყოფი რელიგიური სკოლის სტუდენტებისგან უპირობო კაპიტულაციას მოითხოვს. მეჩეთის ტერიტორია 1000-ზე მეტმა სტუდენტმა დატოვა, თუმცა იქ ჯერ კიდევ რჩება ასზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG