ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიაში მიმდინარეობს რეიდები


ლონდონსა და გლაზგოში ტერაქტების გეგმასთან კავშირში ავსტრალიის პოლიციამ ქვეყნის დასავლეთში ორი საავადმყოფო გაჩხრიკა.

ფედერალური პოლიციის კომისარმა მიკ კილტმა განაცხადა, რომ პერტისა და კალგურლის საავადმყოფოებიდან ამოღებულია კომპიუტერული ფაილები და სხვა მასალები.

რეიდები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ორშაბათს, ქალაქ ბრისბანში დაკავებულ იქნა ინდური წარმოშობის ექიმი. 27 წლის მოჰამედ ჰანეფი რვა ეჭვმიტანილი ექიმიდან ერთერთია, რომელიც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემაში მუშაობდა. იგი ჯერჯერობით ერთადერთი ეჭვმიტანილი ექიმია, რომელიც ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ არის დაკავებული.

ავსტრალიის პოლიცია აცხადებს, რომ გამოძიება სამ შტატში მიმდინარეობს. დღეს იქ რამდენიმე უცხოური წარმოშობის ექიმს დაჰკითხავენ.

XS
SM
MD
LG