ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის თავდაცვის გეგმა დღეს გამოქვეყნდა


იაპოანიის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა თავდაცვის გეგმა, რომელიც რაკეტსაწინაღო თავდაცვითი სისტემის განვითარებას ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეიდან პოტენციური საფრთხის შესაკავებლად.

იაპონიის თავდაცვის გეგმა დღეს გამოქვეყნდა. ავტორები გაფრთხილებას აკეთებენ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული პროგრამების შესახებ, რომლებიც აქტიურად ვითარდება.

ანგარიშის ავტორები შეშფოთებას გამოხატავენ ჩინეთის მზარდი სამხედრო ძალის გამო. ამ პოზიციასვე იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატები.

ანგარიში ასევე აყალიბებს ახალი მობილური, ბრიგადის ტიპის ჯგუფის შექმნას რომელიც ტოკიოში განლაგდება ტერორისტული საფრთხისა და დიდი მასშტაბის კატასტროფების აღსაკვეთად.

XS
SM
MD
LG