ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ისრაელის  შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასთან შეტაკების შემდეგ ღაზას სექტორი დატოვეს


შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა. გუშინ ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ პალესტინელების ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის დროს დაი 11 პალესტინელი დაიღუპა.

ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში ლტოლვილთა ბანაკის მახლობლად ისრაელის არმიასა და ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის შეიარაღებულ პირთა შორის განხორციელებული შეტაკებისას დაიჭრა 20 პალესტინელი. მათ შორის ჰამასის ტელევიზიის ოპერატორი.

ისრაელის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების. თანახმად განხორციელდა სამხედრო ოპერაცია მეამბოხეების წინააღმდეგ რომლებიც ისრაელის ტერიტორიას ბომბავდნენ.

შეგახსენებთ რომ ღაზას სექტორში ივნისის შუა რიცხვებში ჰამასსა და ფატას შორის შეტაკება ჰამასის გამარჯვებით დასრულდა. მას შემდეგ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ განახორციელეს თავდასხმა ღაზას სექტორზე.

XS
SM
MD
LG