ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში თავისუფლების გავრცელების შესახებ მსოფლიოში


აშშ პრეზიდენტის განცხადებით თავისუფლების გავრცელება მორალური პასუხისმგებლობა როდია, არამედ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების ერთადერთი რეალური გზა. პრეზიდენტი ბუში: “წლების წინ, რუსი ანდრეი სახაროვი მსოფლიოს აფრთხილებდა, რომ ქვეყანა რომელშიც პატივს არ სცემენ საკუთარ ხალხს, ვერ უპასუხებს მეზობლების მოთხოვნებს. ისტორიამ აჩვენა, რომ იგი მართალი იყო. მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია საკუთარი ხალხის წინაშე, არავის მტრობს. დემოკრატიული ხელისუფლება პრობლემებს პოლტიკური პროცესის საშუალებით წყვეტს. ახალგარდები თავიანთ ლიდერებს ღიად უპირისპირდებიან და ამდენად ისინი სავარაუდოდ რეაქციულ იდეოლოგიებს არ მისდევენ. ის ერები, რომლებიც თავისუფლებას ესწრაფვიან თავიანთი ხალხისთვის-ექსტრემისტებს არ დაუჭერენ მხარეს, არამედ ისინი მათ წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდებიან.” პრეზიდენტი ბუში აცხადებს, რომ ამერიკის თავისუფლების იდეის გასავრცელებლად, იგი პირადად შეხვდა დისიდენტებსა და დემოკრატიის აქტივისტებს, მათ შორის ბელორუსში, ბირმაში, კუბაში, ჩრდილოეთ კორეაში, სუდანსა და ზიმბაბვეში. მისი განცხადებით, იგი მოუთმენლად ელის სხვა დისიდენტებთან შეხვედრას, მათ შორის ირანელ და სირიელ აქტივისტებთან. თავისუფლებას საფრთხე ემუქრება ისეთ ქვეყნებში ,ასდაც პროგრესი არსებობს, ამბობს პრეზიდენტი ბუში. “ ვენესუელაში, არჩეული ლიდერები პოპულიზმს მიმართავენ რათა დემოკრატიული ინსტიტუტები დაანგრიონ და ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ. უზბეკეთის მთავრობა აგრძელებს დამოუკიდებელი აზრის ჩახშობას, მათ შორის იქ გრძელდება ადმიანის უფლებების დამცველთა დაპატიმრება. ვიეტნამში კი ბოლოს დააკავეს მშვიდობიანი ლიდერები.” მაშინ როცა ამ მოვლენებს აქვს ადგილი, კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმის იმედი არსებობს, ამბობს პრეზდიენტი ბუში. უფრო მეტი ადამიანი ახლა თავისუფლად ცხოვრობს. მათი მოვალეობაა დაეხმარონ საფრთხეში მყოფთ.
XS
SM
MD
LG