ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში დაკავებული სასულიერო პირი საკუთარ მიმდევრებს დანებებისკენ მოუწოდებს


პაკისტანში ალყაშემორტყმული რადიკალურად განწყობილთა მეჩეთის დაკავებულმა სასულიერო ლიდერმა, მეჩეთში გამაგრებულ ათასამდე მის მიმდევარს, დანებებისკენ მოუწოდა. ქალის ჩადრში გამოწყობილი სასულიერო პირი აბდულ აზიზი დღეს სამთავრობო ტელევიზიით გამოიყვანეს.

აბდულ აზიზი ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი აპირებდა მიმალვას, როდესაც იგი დააკავეს. აზიზმა განაცხადა, რომ მეჩეთიდან გამოსვლის შემდეგ მან შენიშნა თუ რა ძლიერია ალყა და მიმდევრევს დანებება ურჩია. დღეს დილით პაკისტანის უსიშროების ძალებმა გამაფრთხილებელი გასროლები გააკეთეს და “ლალ მასჯიდის’ ანუ წითელი მეჩეთის კომპლექსის ერთ-ერთი კედელი შეანგრიეს. თვითმხილველების თქმით, უშიშროების ძალებმა სესხლი გახსნეს და ცრემლმდენი გაზიც გამოიყენეს. მიმდინარე კვირაის განმავლობაში, შეტაკებებში უკვე თექვსმეტი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG