ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები და რუსეთი ბირთვული იარაღის შემცირების პირობას დებენ


3 ივლისს ვაშინგტონში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში, შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი რობერტ ჯოზეფი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგეილე სერგეი კისლიაკი, ორი ქვეყნის ბირთვული არსენალების შემცირების საკითხის ირგვლივ საუბრობდნენ. რუსეთი და ამერიკა თანხმდებიან, რომ ბირთვული ნარჩენების უსაფრთხოდ შენახვა და იმ შესაძლებლობის გამორიცხვა რომ ტერორისტები ოდესმე ბირთვულ იარაღს ჩაიგდებენ ხელში, მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს:

“ენერგიის მოხმარების უშიშროების გარანტიის მისაღწევად, ჩვენ ენერგიის მიღების ალტერნატიული გზები უნდა გამოვნახოთ. ეს კი გარემოს დაცვასაც წაადგება და ბირთვული გაუვრცელებლობის პრობლემასაც მოხსნის”. განაცხადა შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა ბირთვული გაუვრცელებლოიბის საკითხებში რობერტ ჯოზეფმა.

“მთავარ სიძნელეს ზემოთქმულის განხორციელება წარმოადგენს. პირველ რიგში აღსანიშნავია რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის უახლესი მომავლის წინასწარმეტყველება. ჩვენ ჩვენი ქვეყნების უშიშროებაზე ზრუნვას ისევ გავაგრძელებთ და ბირთვული არსენალების დასაშვებ მინიმუმამდე შეზღუდვას ვეცდებით. მეორე კი ისაა, რომ ჩვენ დადებული პირობების განხორციელების მიღწევის მაკონტროლებელი მექანიზმები უნდა შევქმნათ”. თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი კისლიაკმა.

შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა სტრატეგიული იარაღის შემცირების ხელშეკრულებას 1991 წელს მოაწერეს ხელი. ეს დოკუმენტი გრძელი რადიუსის მქონე ამერიკული და საბჭოთა რაკეტების არსენალების ერთი მეასამედით ანუ უფრო ზუსტად, ორივე ქვეყნის არსენალთა ექვს ათას ბირთვული ქობინამდე დაეყვანას ითვალისწინებს. 2002 წელს შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ქობინებს ათას შვიდას და ორიათას ორას ერთეულამდე შეამცირებენ. ხელშეკრულების ვადა 2009 წელს იწურება და ჯერ-ჯერობით გაურკვეველია დაიდება თუ არა ახლი.

XS
SM
MD
LG