ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

26 ივნისი ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო


საქართველოში ამ თარიღს რამდენიმე კულტურული თუ სამეცნიერო აქცია დაემთხვა, რომელიც ნარკომანიის შესწავლას და მასთან ბრძოლის სხვადასხვა გზების ძიებას ეძღვნებოდა. საქართველოში 350 ათასზე მეტი ნარკოტიკის მომხმარებელი ცხოვრობს. სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, 26 ივნისს ნარკომანიის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არა სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამინისტრო ამ პრობლემაზე აქტიურად მუშაობს და უახლოეს მომავალში საქართველოში ნარკომანებისთვის არა ერთი სარეაბილიტაციო ცენტრი დაიწყებს მუშაობს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ მიმართლებით ქვეყანაში ყველაზე მწვავე პრობლემაა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, სამეცნიერო დარგში -

ხათუნა თოდაძე.

არა სამთავრობო ორგანიზაციები ცალსახად ამტკიცებენ, რომ ნარკომანი არის ავადმყოფი და ის რეაბილიტაციას საჭიროებს. როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ამასთან, ანუ ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებით?

ხათუნა თოდაძე – არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორი, არამედ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაც ასე თვლის. ნარკოტოკებზე დამოკიდებულიე რპიროვნება, არის ძალიან მძიმე ავადმყოფი, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება მკურნალობა, რეაბილიტაცია. რაც შეეხება სახელმწფო პოლიტიკას, უნდა იყოს დაბალანსებული. ჩვენ როდესაც დღეს არა გავქვს პრევენციული პროგრამები, ძალიან მიშვება და მხოლოდ ლიბერალური პოლიტიკის წარმოება არ იქნებოდა მართებული. მეორეს მხრივ ძალიან მკაცრი პოლიტიკაც და ჯოხის მხოლოდ ნარკომანებზე გადატეხვაც არ შეიძლება, რადგან ეს მართლა ავადმყოფები არიან.

რა ტიპის და რაოდენობის სარეაბილიტაციო ცენტრები არსებობს საქართველოში და რამდენად ეფექტურია მათი არსებობა. ყველაზე გახმაურებული უკანასკნელ დროს, არის მეტადონის პროგრამა, რომელიც ჩანაცვლების თერაპიაზეა დამყარებული. მეტადონის პროგრამის ხელმძღვანელი, სწორედ ქალბატონი ხათუნა თოდაძე გახლავთ, რომელიც ამ და სხვა სარეაბილიტაციო ცენტრების შესახებ მოგვახსენებს.

ხათუნა თოდაძე - სარეაბილიტაციო ცენტრები ჩვენთან პრაქტიკულად არ არსებობს. ამ მხრივ მიდის სერიოზული მუშაობა უცხოელებთან, დონორებთან, მაგრამ სახელწიფოს მხრიდან უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა. რაც შეეხება კლინიკებს მათი რიცხვი გაიზარდა და კარგია რომ ეს პროცესი ცოცხლდება. მეტადონის ჩანაცვლების პროგრამა არსებობს. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს რომ ეს ნარკომანიის მკურნალობის და ზიანის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და ეფექტური მეთოდია.

ეფექტს არა დღეს, არამედ პერსპექტივაში უნდა ველოდოთ და იმასაც უნდა ველოდოთ, რომ სახელმწიფო პოლიტიკაც ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ, მეტად ლიბერალური იქნება და პირველ რიგში მის რეაბილიტაციაზე იზრუნებს და არა დასჯაზე.

XS
SM
MD
LG