დღეს ღაზას სექტორის დაბა ჯენინში რეიდის დროს, ისრაელის სამხედროებმა პალესტინელი შეიარაღებული პირი მოკლეს. ებრაელთა სამხედრო პრესმდივანი ამტკიცებს, რომ პალესტინელმა სახედროებს ცეცხლი ამერიკული ემ თექვსმეტის ტიპის ავტომატური იარაღიდან გაუხსნა.
პალესტინელები აცხადებენ, რომ მოკლული პალესტინელთა პრეზიდენტის მაჰმუდ აბასისადმი ლოიალური, „ალ აქსას მარტვილთა ბრიგადების” წევრი იყო.
ისრაელი აცხადებს, რომ დაიწყო პალესტინისატვის მოკრებილი გადასახადების პალესტინელთა ხელისუფლებისათვის გადაცემის პროცესი, რაც მაჰმუდ აბასის მთავრობის მხარდაწერის გამოხატულებას წარმოადგენს. გუშინ პალესტინელთა მთავრობას ას ოცი მილიონი დოლარი გადაეცა. ჰამაზთან ბრძოლაში ისრაელი მაჰმუდ აბასს უჭერს მხარს.