ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლაზგოს აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ორი ეჭვმიტანილი დააკავეს


ბრიტანეთის პოლიციამ კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააპატიმრა გლაზგოს აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

ეჭვმიტანილები 25 და 28 წლის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ანტი-ტერორისტული კანონის შესაბამისად დააკავეს გლაზგოში. სულ ამ საქმეზე 7 კაცია დაჭერილი.

შაბათს გლაზგოს აეროპორტის ერთ-ერთ ტერმინალს ორმა მამაკაცმა ავტომანქანა შეაჯახა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. ისინი პოლოიციამ დააკავა. ერთ-ერთი მათგანი ძლიერი დამწვრიბით ამჟამად ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე პოლიციამ ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბთან ორი ავტომანქანა აღმოაჩინა, რომლებიც ბეზინის პატარა ავზებით და ლურსმებით იყო გავსებული.

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის განცხადებით ქვეყანა ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ექსტრემისტებისგან მომდინარე საფრთხის წინაშე დგას.

XS
SM
MD
LG