ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა მორდეხაი ვანუნუ დამნაშავედ სცნო


ისრაელის სასამართლომ ამ ქვეყნის ბირთვული საიდუმლოს გამცემი მორდეხაი ვანუნუ დამნაშავედ სცნო ვადამდე განთავისუფლების პირობების დარღვევაში და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აპრილში იერუსალიმის სასამართლომ მორდეხაი ვანუნუ უცხოურ მედიასთან კონტაქტებში და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიაზე შესვლის მცდელობაში დაადანაშაულა.

მორდეხაი ვანუნუმ 18 წელი მოიხადა ისრაელის ციხეში მას შემდეგ რაც 1986 წელს ისრაელის ბირთვული იარაღის საიდუმლო ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთს გაუმხილა. 2004 წელს ისრაელის ხელისუფლებამ ვანუნუ ციხიდან გამოუშვა, თუმცა აუკრძალა უცხოელებთან უერთიერთობა საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის საშიშროების გამო. თავად ვანუნუ აცხადებს რომ არანაირი საიდუმლო ინფორმაციას არ ფლობს და უბრალოდ თავისუფლება სურს.

XS
SM
MD
LG