ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ


რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ჯორჯ ბუში მაინის შტატში არაფორმალურ ვითარებაში შეხვდნენ ერთმანეთს და სავარაუდოდ ორ ქვეყანას შორის არსებულ უთანხმოებაზე იმსჯელეს.

ბუშის საგვარეულო მამულში გამართული ამ შეხვედრის მთავარი თემა ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის დამონტაჟება იქნება, რაც პრეზიდენტ პუტინის შეშფოთებას იწვევს.

ორი ქვეყნის ლიდერები ერაყში შექმნილ სიტუაციას და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებსაც განიხილავენ და შესაძლოა კოსოვოს დამოუკიდებლობაზეც იმსჯელონ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვლადიმერ პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტს ბუშების საზაფხულო რეზიდენციაში შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე ბარაბარა ბუში მასპინძლობდნენ.

XS
SM
MD
LG