ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური გართობის და მედიის ინდუსტრია წარმოუდგენელ ზრდას განიცდის


გლობალური გართობისა და ციფრულიუ მედიის ინდუსტრია ერთი მიმართულებით ვითარდება. საბუღალტრო ფირმა “პრაის ვატერჰაუს კუპერსი” ამტკიცებს, რომ 2011 წლისათვის, პერსონალურ კომპიუტერების, უკაბელო ტექნოლოგიებისა და ტელევიზიის მოხმარება, საერთო ინდუსტრიული დანახარჯის ორმოცდაათ პროცენტს შეადგენს:

“ჯამში, ჩვენ ინდუსტრიის განვითარების ძალზე საინტერესო პერიოდისკენ მივექანებით. ჩვენ ძალზე სტაბილურ ზრდას განვიცდით და ეს ზრდა მეტწილად ახალ სფეროებს მოიცავს. ძირითადად ეს მოდემებისა და უკაბელო სისტემების გავრცელებას ეხება. მაგრამ მთავარი მაინც ინდუსტრიის შესაძლებლობების წარმოჩენაა.”. გვეუბნება “პრაის ვატერჰაუს კუპერსის” ერთ-ერთი მენეჯერი მარსელ ფინესი.

ყველაზე დიდ ცვალებადობას, ინტერნეტის, ტელევიზიის დისტრიბუციის, ვიდეო თამაშებისა და კაზინოების სექტორები განიცდის. ამ პროდუქციის მოხმარების ზრდის მეოთხედი ბრაზილიაზე, რუსეთზე, ინდოეთზე და ჩინეთზე მოდის.

“ამ ზრდის ლომის წილი, ჩინეთისა და ინდოეთის უზარმაზარ ბაზრებზე მოდის, მაგრამ წელს გამოაშკარავდა, რომ ლათინური ამერიკაც ცოცლდება და ძალას იკრებს. აზიაში ზრდა ჯერ-ჯერობით შენელებულია, მაგრამ მაინც შედარებით ჩქარი ტემპით მატულობს”. აგრძელებს მარსელ ფინესი.

ყველაზე აღსანიშნავი უკაბელო კომუნიკაციის სისტემის გავრცელებაა. მაგალითად ინდოეთში მობილური ტელეფონების მფლობელთა რიცხვი ყოველთვიურად ექვსი მილიონი კაცით მატულობს”

“ხალხი მეტ ფულს დახარჯავს ვიდეოთამაშობებზე ვიდრე მუსიკაზე. კაზინოები კი სულ სხვა საქმეა. აღსანიშნავია აზიის გამოღვიძება, მაგალითად მაკაუ, რომელიც უკვე ლას ვეგასსზე დიდია და სინგაპურიც ვითარდება”. ამბობს მარსელ ფინესი.

ამას გარდა სხვა ცვლილებებიც აღინიშნება, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მცდელობაც:

“ბუნებრივია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩვენ ინტერნეტის საშუალებით არალეგალური გადატვირთვისა და სხვა უკანონო ქმედების არსებობას ვხედავთ. ამ სენთან ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებას რეკლამაზე ყურადღებაგამახვილებული, ბიზნეს მოდელების შექმნა წარმოადგენს”. დაასრულა ჩვენთან საუბარი ბატონმა ფინესმა. საბუღალტრო ფირმა “პრაის ვატერჰაუს კუპერსი” ამტკიცებს, რომ ხუთ წელიწადში, რეკლამაზე დანახარჯი ასი მილიარდი დოლარით გაიზრდება, რაც მთელი მსოფლიოს მომცავი კომპიუტერული ქსელის განვითარებითაა გამოწვეული.

XS
SM
MD
LG