ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვლადიმერ პუტინი მეინში ბუშის საგვარეულო მამულში ჩავა


აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს დაგეგმილი შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ. პუტინი შეგახსენებთ, რომ დღეს მოგვიანებით მეინის შტატში მდებარე ბუშის საგვარეულო მამულში ჩავა. პუტინის ორ დღიანი ვიზიტის წინ, კენებუნკპორტში უშიშროების გაძლიერებული ზომები ტარდება. როგორც ცნობილია, ორი ქვეყნის ლიდერი სხვადასხვა საკითხზე ვერ თანხმდება, მათ შორისაა კოსოვოს დამოუკიდებლობა, რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგება პოლონეთსა და ჩეხეთში და სანქციების დაწესება ირანის წინააღმდეგ. თეთრი სახლის განცხადებით, ორი სახელმწიფოს ლიდერის არაფორმალურ ვითარებაში შეხვედრა მეინში კარგი შანსია პრეზიდენტებმა საერთო გამონახონ აღნიშნულ საკითხებში. ნავით გასეირნებისას ატლანტიკის ოკეანეში პრეზიდენტებს შეუერთდება ყოფილი აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც. თუმცა იგი მონაწილეობას არ მიიღებს ოფიციალურ მოლაპარაკებებში.
XS
SM
MD
LG