ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად კოალიციის ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა.


ერაყში აშშ სამხედროები აცხადებენ, რომ ბაღდადში გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად კოალიციის ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა. სამხედრო განცხადების თანახმად, თავდასხმის შედეგად დაიჭრა 7 ამერიკელი ჯარისკაცი. მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს პატრულს, მას შემდეგ რაც ბომბი აფეთქდა. ამ ფონზე, დღეს მეამბოხეებმა ბაღდადის სამხრეთში ააფეთქეს ნავთობსადენი, რასაც ხანძარი მოჰყვა.

კოალიციის ჯარების განცხადების თანახმად, ბოლო ორი დღის მანძილზე განხორციელებული ოპერაციისას ერაყში 3 ეჭვმიტანილი ტერორისტი იქნა მოკლული, დაკავებულია 26 სხვა.

ოპერაცია ერაყში ალ ყაიდას ქსელის წინააღმდეგ იყო მიმართული. ასევე, რადიკალურმა სასულიერო ლიდერმა მოქტადა ალ სადრმა გააუქმა მომავალ კვირას დაგეგმილი აღლუმი, რომელშიც სამარას ასკარიას სალოცავის შიიტებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG