ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მოულოდნელად ავღანეთში ჩავიდა


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მოულოდნელად ავღანეთში ჩავიდა რათა ნატოსა და ავღანელ ოფიციალურ პირებს შეხვედროდა. გაეროს ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, ბატონი ბანის ვიზიტი გამიზნულია გაეროსა და ავღანეთის მთავრობას შორის კოორდინაცია მოახდინოს. ავღანეთში ყოფნისას, გენერალური მდივანი ქვეყნის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაისა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

ამ ფონზე, დღეს ამერიკული კოალიციის ინფორმაციით მოკლულია დაახლოებით სამი მეამბოხე, დაკავებულია 16. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, კოალიციის ჯარებმა ოთხი მშვიდობიანი პირის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

XS
SM
MD
LG