ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკოტლანდ იარდმა ასაფეთქებლების დატვირთულ მანქანას მიაგნო


დიდი ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, ლონდონის ცენტრში გაუვნებელყოფილია ნაღმი, რომლის აფეთქებასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა. სკოტლანდ იარდის წარმომადენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღამის კლუბის ტერიტორიაზე დაყენებული მანქანა ბენზინის ყუთებით და შრაპნელით იყო დატვირთული. ღამის კლუბში ამ დროს ასობით ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის ინფორმაციით, მათ გამოძახება მაშინ მიიღეს, როცა იქვე მყოფმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა მანქანიდან გამომავალი ბოლი შენიშნეს. სკოტლანდ იარდის განცხადებით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმაზე ლაპარაკი თუ ვინ არის ინციდენტზე პასუხისმგებელი. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საერთაშორისო ტერორიზმი დიდ ბრიტანეთს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, და რომ მოქალაქეებმა სიფხიზლე უნდა გამოიჩინონ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა კი ხაზგასმით აღნიშნა უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობა. მან თქვა, რომ ეს უკანასკნელი ინციდენტი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დიდ ბრიტანეთში მართლაც არსებობს ტერორიზმის საფრთხე.
XS
SM
MD
LG