ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის არმიამ ქალაქ ტრიპოლის მახლობლად ხუთი ისლამისტი მოსპო.


ლიბანის არმიამ ქალაქ ტრიპოლის მახლობლად მომხდარ შეტაკებაში ხუთი ისლამისტი მოსპო. შეტაკება დღეს სოფელ ყალამუნთან მოხდა. ლიბანელი სამხედროები ამბობენ, რომ შეტევა ფატა ალ-ისლამის შეიარაღებული ფორმირების იმ მებრძოლების წინააღმდეგ წამოიწყეს, რომლებიც თავს პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკიდან რამდენიმე კილომეტრში აფარებდნენ.

გასულ კვირას ლიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ ისლამისტებთან ბრძოლა დასრულდა. ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებში ოთხმოცი ლიბენელი ჯარისკაცი, ორმოცდაათი ისლამისტი და ოცზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. გასულ კვირა დღეს ტრიპოლიში მომხდარ ბრძოლაში ათი სამთავრობო ჯარისკაცი და ისლამისტი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG