ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას, ბაღდადში ოცდაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ერაყიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას, ბაღდადში ოცდაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციით, დაჭრილია ორმოცი კაცი.

აფეთქება დღეს დილით, პიკის საათის დროს, ერაყის დედაქალაქის შიიტებით დასახლებულ ბაიას უბანში განხორციელდა. ბარდადის შორჯას კომერციულ უბანში კი ნაღმსატყორცნის მესვეობით განხორციელებულ თავდასხმას ორი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბრიტანელი სამხედროები აცხადებენ, რომ ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში, გზისპირა ნაღმის აფეთქებაში სამი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

დღეს ბაღდადის სამხრეთში, მდინარე ტიგროსის ნაპირზე ოცი თავმოკვეთილი მამაკაცების გვამებს მიაგნეს.

XS
SM
MD
LG