ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ძალების მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა


პალესტინელი ექიმები აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში განხორციელებული ოპერაციისას ისრაელის ძალებმა სულ მცირე12 პალესტინელი მოჰკლეს, მათ შორის 12 წლის მოზარდი, და დაიჭრა 40-მდე ადამიანი.

ექიმების განცხადებით, შეტაკებები მოჰყვა ისრაელის ძალების შეჭრას ღაზას სექტორში და სამხრეთის ქალაქ ხან იუნისში.

გარდაცვლილთა უმრავლესობა მეამბოხეები იყვნენ. ისრაელის სამხედრო წარმომადგენლებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ისინი ღაზას სექტორში მოქმედებდნენ, და განაცხადეს, რომ მათი მხრიდან ორი ჯარისკაცი დაიჭრა.

ისრაელის სამთავრობო კაბინეტის წევრის ცაჰი ჰანეგბის განცხადების თანახმად ჰამასის მოქმედება ხელს ვერ შეუშლის ისრაელის არმიას --გადადგას ყველა ის აუცილებელი ნაბიჯი, რათა ტერორისტული აქტები აღკვეთოს რეგიონში.

XS
SM
MD
LG