ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გორდონ ბრაუნის პრემიერ მინისტრის პოსტზე აღზევება, მისი ოც წლიანი პოლიტიკური კარიერის კულმინაციას წარმოადგენს


56 წლის შოტლანდიელმა პოლიტიკური კარიერა 1983 წელს დაიწყო, როცა იგი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ლეიბორისტული პარტიის კანდიდატად გავიდა. მომდევნო ათწლეული, მას პარტიაში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა.

ბრაუნი ფინანსთა მინისტრი 1997 წელს გახდა, რაც ლეიბორისტული პარტიის გამარჯვებას მოჰყვა არჩევნებში. იგი ამ პოსტზე ათი წლის განმავლობაში დარჩა და ამით იგი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი ფინანსთა მინისტრი გახდა.

გორდონ ბრაუნის ინიციატივით დიდ ბრიტანეთში ათი წლის მანძილზე ეკონომიკური ზრდის დაჩქარება მოხდა. მას ასევე კარგად იცნობენ მისი გადაწყვეტილებისთვის დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, რაც ინფლაციის დაძლევაში დაეხმარა ქვეყანას.

ბრაუნმა ასევე შესძლო დიდი ბრიტანეთი ევროს დომინირებისგან დაეცვა.

დღეს იგი პირობას სდებს რომ ლეიბორისტულ პარტიას მოუხდენს მოდერნიზებას. მან ასევე აღიარა ის შეცდომები, რომლებიც დაშვებული იყო ერაყში, თუმცა იგი ზოგადად ყოველთვის მხარს უჭერდა დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოქმედებებს ავღანეთსა და ერაყში.

XS
SM
MD
LG