დღეს ტონი ბლერმა, მისი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადაყენების თხოვნით დედოფალს ელისაბედ II მიმართა. ამით სრულდება ტონი ბლერის მართვის ათწლიანი პერიოდი. ტონი ბლერი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დღეგრძელი ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრია. ბლერის მიერ გადადგომის თხოვნის წარდგენიდან სულ ცოტა ხანში, ბაკინგემის სასახლეში ლეიბორისტული პარტიის ახალი ლიდერი გორდონ ბრაუნი გამოცხადდა. დედოფალმა ძველი ტრადიციის მიხედვით აქ მას ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება მოსთხოვა.
ტონი ბლერის გადადგომა, ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში მისი ავტორიტეტის შელახვამ გამოიწვია. ბატონმა ბლერმა პარლამენტს განუცხადა, რომ მას აღელვებს ის, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები ერაყში დიდი განსაცდელის წინაშ დგანან, მაგრამ მას ტერორიზმთან ბრძოლაში შეერთებული შტატების მხარდაჭერისათვის ბოდიში არ მოუხდია. ჩრდილოეთ ირლანდიის მკაცრი გეზის მომხრე პროტესტანტთა ლიდერმა და პარლამენტარმა იან პაისლიმ აღნიშნა ის დამსახურება, რომელიც ბლერს ჩრდილოეთ ირლანდიაში მშვიდობის დამყარებაში მიუძღვის. დამატებით ტონი ბლერმა კოსოვოში სერბეთის წინაარმდეგ ბრძოლას დაუჭირა მხარი და მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკამ მზაფრი აღმავლობა განიცადა.