ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი თვლის რომ შტატების სტრატეგიამ ერაყში მარცხი განიცადა


გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას ერაყში ჯარების გაზრდის პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს.

ორშაბათს სენატში გამოსვლისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა სენატორმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიამ ერაყში მარცხი განიცადა.

რიჩარდ ლუგარის აზრით თეთრის სახლის გადაწყვეტილება ერაყში ჯარების გაზრდის თაობაზე ამერიკის მტრების გაძლიერებას უწყობს ხელს და მომავალში ერაყიდან ამერიკელთა ქაოტური გამოსვლის ალბათობას ზრდის.

რესპუბლიკელი სენატორი დარწმუნებულია რომ ერაყში კურსის შეცვლა დროზე უნდა მოხდეს თორემ საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელების დაწყების შემდეგ ბუშის ადმინისტრაცია გადაწყვეტილების მიღებაში ერთობ შეზღუდული იქნება.

XS
SM
MD
LG