ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტონი ბლერი ახლო აღმოსავლეთს კონფლიქტის მშვიდობაინი მოგვარებისკენ მოუწოდებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი შესაძლოა სათავეში ჩაუდგეს ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას.

ამის შესახებ რუსეთის, შეერთებული შტატების, გაეროს და ევრო კავშირის წარმომადგენლებმა იერუსალიმში გამართული შეხვედრის დროს იმსჯელეს. აღნიშნული შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის და პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მოლაპარაკებას მოჰყვა, რომელიც ეგვიპტეში გაიმართა.

ლონდონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტონი ბლერმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში მშვიდობის და სტაბილობის განმტკიცებისათვის აუცილებელია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტა.

ეგვიპტეში გამართული მოლაპარაკების დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს ორგანიზაცია ფათას 250 წევრის განთავისუფლებას დაპირდა.

XS
SM
MD
LG