ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს დაემუქრა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ნატოს მოუწოდა თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯების გადადგმისაგან, რომელიც რუსეთის უშიშროებას უქმნის საქმეს. ლავროვმა ეს განცხადება დრეს მოსკოვში რუსეთ-ნატოს შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, რუსეთმა და ნატოს ალიანსმა ერტმანეთის უსიშროებაზე უნდა იზრუნონ.

ცოტა ხნის შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნატოს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰუპ სხეფერს განუცხადა, რომ კონფრონტაციის ერა დასრულდა და მოსკოვს ნატოსთან თანამშრომლობა სურს. მაგრამ დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა ამისათვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

რუსეთი და დასავლეთი ვერ თანხმდებიან სერბეთის პროვინციის კოსოვოს მომავალ სტატუსტან დაკავშირებით. მოსკოვი იმუქრება, რომ კოსოვოსათვის დამოუკიდებლობის მინიჭებას იგი გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს დაადებს. მოსკოვი და დასავლეთი აგრეთვე ვერ თანხმდებიან პოლონეთსა და ჩეხეთში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგების საკითხშიც.

XS
SM
MD
LG