ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი აცხადებს, რომ რომ შეერთებულ შტატებთან შექმნილი ფინანსური ხასიათის პრობლემა მოგვარებულია


ეს რაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული რეაქტორის შეცერების პროცესის დაწყებას უხსნის გზას.

დღეს ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო ახალი ამბების ცენტრალური სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფხენიანის კუთვნილი და შეერთებული შტატების მიერ მაკაუს ბანკში გაყინული ოცდახუთი მილიონი დოლარი, რუსულ “დალკომბანკშია” გადარიცხული.

ეს თანხა 2005 წელს გაყინეს. შეერთებული შტატები ეჭვობდა, რომ მაკაუს ბანკი ფხენიანს ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა. ჩრდილოეთ კორეამ იუარა გასულ თებერვალში მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყება და განაცხადა, რომ მთავარ ბირთვულ ობიექტს მხოლოდ მისი კუთვნილი ანგარიშის გათავისუფლების შემთხვევაში დახურავს.

ხვალ ფხენიანში გაეროს ბირთვულ საკითხთა ინსპექტორები ესტუმრებიან. აქ ისინი ბირთვული განიარაღების მონიტორინგის საკითხს განიხილავენ.

XS
SM
MD
LG