ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ატომური ენრგეტიკის სააგენტო თავის ინსპექტორებს ირანში უახლოეს ხანში გააგზავნის


ირანმა საერთაშორისო ინსპექტორები თეირანში მიიწვია ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის შემოწმების მიზნით. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით ამის შესახებ ირანის წარმომადგენელმა ალი ლარიჯანიმ ამ სააგენტოს ხელმძღვანელთან მუჰამედ ელ ბარადეისთან შეხვედრისას განაცხადა.

გაეროს ატომური ენრგეტიკის სააგენტო თავის ინსპექტორებს ირანში უახლოეს ხანში გააგზავნის. ვენაში მუჰამედ ელ ბარადეისთან შეხვედრამდე ალი ლარიჯანი ევრო კავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ხავიერ სოლანას შეხვდა.

გაეორს უშიშროების საბჭო ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას აპირებს, თუ თეირანი არ შეაჩერებს ურანის გამდიდრების პროგრამის მუშაობას.

XS
SM
MD
LG