ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში რამდენიმე ბომბის აფეთქებას სულ მცირე ოცდათექვსმეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ერაყიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყნის სხვადასხვა დასახლებებში განხორციელებულ ოთხი ბომბის აფეთქებას, სულ მცირე ოცდათექვსმეტი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბაიჯიში კამიკაძე ტერორისტმა ბენზინმზიდი შეაჯახა პოლიციის განყოფილების შენობას.

ამ აფეთქების შედეგად თხუთმეტი ადამიანი დაიღუპა. ბაღდადში მდებარე სასტუმრო „მანსურსი” მეორე კამიკაძის მიერ განხორციელებულ აფეთქებას თორმეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ სასტუმროში ხშირად უცხოელები და ერაყის ოფიციალური პირები იმყოფებიან. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი არაბული ტომის ბელადიცაა. უფრო ადრე კი ბაღდადის სამხრეთით მდებარე, ძირითადად შიიტებით დასახლებულ დაბა ჰილაში კამიკაძემ სამთავრობო შენობასთან ააფეთქა ავტომობილი. ამ ტერაქტს რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქალაქ მოსულში ავტომობილში დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას ერტიკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერაყში მოქმედი სამხედრო კოალიციის ძალები აცხადებენ, რომ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსი განხორციელებული ოპერაციის მსვლელობისას, მათ ტერორისტობაში ეჭვმიტანილი ორმოცდასამი ადამიანი დააკავეს. ამერიკელი სამხედროები აგრეთვე აცხადებენ, რომ ბაღდადში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დარუპულია ერთი ამერიკელი ჯარისკაცი, ხოლო შაბათს დაჭრილი მეორე ჯარისკაცი კი საავადმყოფოსი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG