ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა


კონფერენცია სუდანის დარფურის რეგიონის პრობლემებს ეძღვნება.

დელეგატებს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მიესალმა. მისი თქმით მსოფლიომ ხისტი პოზიცია უნდა დაიკავოს სუდანის ხელისუფლების მიმართ, თუ ეს უკანასკნელი უარს იტყვის სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით ამ თემაზე გაჩუმება აღარ შეიძლება.

კონფერენციაში გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, ჩინეთის, ეგვიპტის, არაბული ლიგის და ევროპის 11 სახელმწიფოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. თუმცა აქ არ იმყოფებიან სუდანის და აფრიკის კავშირის დელეგატები.

კონფერენციის დაწყებამდე ნიკოლა სარკოზი კონდოლიზა რაისს შეხვდა, რომლის დროსაც დარფურის პრობლემასთან ერთად ავღანეთის, ლიბანის და ირანის საკითხებიც განიხილეს.

XS
SM
MD
LG