ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზურ-ქართული შეხვედრა სტამბულში


საქართველოს ნატოში გაწევრიანების შედეგები ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პროცესზე და ქართულ-აფხაზური კონფერენცია” – ასეთი იყო იმ შეხვედრის დასახელება, რომელიც სტამბულში 12-15 ივნისამდე გაიმართა. კონფერენციას გარდა აფხაზური და ქართული დელეგაციებისა, რომელთაგან თითოეული მათგანი 7 ადამიანისგან შედგებოდა, ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები და ნატოსა და ევროგაერთიანების წარმომადგენლები. კონფერენციის პირველი მიზანი გახლდათ ქართულ-აფხაზური შეხვედრა, ინფორმაციის გაცვლა და სავარაუდო პერსპექტივების ანალიზი. აგრეთვე ორივე მხარის ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რას უნდა ელოდოს ორივე მხარე საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში. კონფერენციის შემდეგ, საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში, რომელიც ამ შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ დასკვნითი და დისკუსია გაიმართა, სადაც სტამბულის კონრფერენციის მონაწილეებმა ამ შეხვედრის შედეგების შესახებ უამბეს. ექსპერტი არჩილ გეგეშიძე დამსწრე საზოგადოებას მოკლედ უღწერს თუ როგორია აფხაზური მხარის დამოკიდებულება საქართაველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან და ზოგაგად ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით.

არჩილ გეგეშიძე - პრობლემის აქტუალურობა განპირობებულია, რამდენიმე ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით. ყოველი მათგანის ჩამოთვლის დრო ალბათ არ გვექნება, მაგრამ მთავარი ფაქტორი ალბათ ის გახლავთ, რომ აფხაზური მხარის ინტერესი ამასთან დაკავშირებით იზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ დაპირისპირებული, ანუ ქართული მხარე ძლიერდება. როგორც სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში, ასევე კონკრეტულად თავდაცვის მხრივ. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია აფხაზური მხარისთვის, ეს გაძლიერება მიმდინარეობს მომავალში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაახლოების ფონზე, და პირველ რიგში იგულისხმება ნატოსთან დაახლოება. ორგანიზაცია, რომელიც აფხაზეთში ჯერ კიდევ ცივი ომის ხატთან, აგრესიულ, სამხედრო ორგანიზაციასთან ასოცირდება. ასეთია ნატოს ინერციული გააზრება, აღქმა აფხაზეთში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნატო ასოცირდება საქართველოს პარტნიორად, მომავალში მოსალოდნელი დაპირისპირების შემთხვევაში.

- აფხაზურ-ქართული შეხვედრის დასკვნით დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პოლა გარბმა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების შთაბეჭდილებებზე მოგვახსენებს.

პოლა გარბი – ექსპერტები გამოტყდნენ, რომ მათ არ ქონდათ საკმარისი წარმოდგენა თუ სინამდვილეში, როგორ აისახება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი ამ ურთერთობაზე და როგორი არის აუღიარებელი აფხაზეთის დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ. ამიტომ ვფიქრობ ეს შეხვედრა საჭირო იყო ორივე მხარისათვის. აქ ექსპერტებს ქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ აფხაზური მხარის დამოკიდებულებისათვის, რომელიც ამ შეხვედრაზე ვფიქრობ საკმაოდ ნათლად იყო წარმოდგენილი.

ასეთი იყო აფხაზურ-ქართული შეხვედრის, სტამბულის კონფერენციის შედეგების მოკლე ანალიზი, რომელიც 21 ივნისს ბიოლის ფონდში გაიმართა.

XS
SM
MD
LG