ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიეტნამის პრეზიდენტი ვაშინგტონს ესტუმრა


პრეზიდენტი ნგუიენ მინ ტრიეტი ვიეტნამის პირველი ლიდერია, რომელიც 1975 წლეს დასრულებული ომის შემდეგ ვაშინგტონს ესტუმრა. ვიეტნამმა და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობა 1995 წელს დაამყარეს.

თეთრ სახლში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყოფილ მტრებს ვიეტნამსა და ამერიკას შორის ურთიერთობა საკმაოდ გამოსწორდა. თუმცა პრეზიდენტმა ბუშმა მაინც გააკრიტიკა ვიეტნამი ადამიანის უფლებების დარღვევისათვის:

“მე ძალზე ნათლად გამოვხატე ის, რომ ჩვენს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა ადამიანის უფლებებს, თავისუფლებებსა და დემოკრატიას პატივი სცენ. მე გამოვხატე ჩემი ღრმა რწმენა იმისა, რომ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა და რწმენის თავისუფლება ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას”. აღნიშნა ბატონმა ბუშმა.

ვიეტნამმა ამერიკასთა სავაჭრო და საინვესტიციო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ეს ხელშეკრულება საფუძველს ჩაუყრის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაღმავებას. ორმა ქვეყანამ პირველი ხელშეკრულება 2001 წელს დადო. ვიეტნამსა და ამერიაკს შორის ვაჭრობამ შარშან ათ მილიარდ დოლარს მიაღწია.

პრეზიდენტ ტრიეტსა და ამერიკელ კანონმდებელთა ჯგუფს შორის შეხვედრის მსვლელობისას, ყურადღება ისევ ვიეტნამში ადამიანის უფლებებზე გამახვილდა. ხანოიმ მიმდინარე თვეს ორი პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. მანამდე კი ვიეტნამში რამდენიმე პროდემოკრატიული აქტივისტი, მათ შორის კათოლიკე მღვდელი დააპატიმრეს. ხანოი ამტკიცებს, რომ დაკავებულები მხოლოდ კანონდამრღვევები არიან.

თეთრ სახლში პრეზიდენტმა ტრიეტმა აღნიშნა, რომ მას და პრეზიდენტ ბუშს ადამიანის უფლებებთან და ზოგ სხვა საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულება აქვთ. მან გამოთქვა რწმენა, რომ ურთიერთობების გაღმავება მას და ბატონ ბუშს ერთმანეთის უკეთესად გაცნობისა და ერთმანეთის გაგების შესაძლებლობას უსახავს:

“მე მინდა გითხრათ, რომ დღეს ვიეტნამი სტაბილური, მშვიდობიანი და მეგობრული ქვეყანაა და ვიეტნამის ხალხს შეერთებულ შტატებთან მეგობრული ურთიერთობების ქონა სწადია”. აღნიშნა ბატონმა ნგუიენ მინ ტრიეტმა.

ვიეტნამის პრეზიდენტმა აგრეთვე მადლობა მოუხადა შეერთებულ შტატებს შიდსით დაავადებულთა მკურნალობის საქმეში და ვიეტნამის ომის დროს ამერიკელების მიერ ვიეტნამელთა წინაარმდეგ გამოყენებული ქიმიური იარაღის მეშვეობით მოწამლულთათვის დახმარების გაწევისათვის.

XS
SM
MD
LG