ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში 25 სტუდენტის წიანააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული


პაკისტანის დედაქალაქში მუსულმანური რელიგიური სკოლის სტუდენტებმა 9 ადამიანი მათ შორის 6 ჩინელი ქალი გაანთავისუფლეს, რომლებიც საროსკიპოში მუშაობის გამო ჰყავდათ გატაცებული.

ლალ მასჯიდის, ანუ წითელი მეჩეთის წარმომადგენლების თქმით მეძავები ჩინეთ პაკისტანის მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით გაუშვეს. მისი თქმით ხელისუფლება დათანხმდა ისლამაბადში ჩინური მასაჟის სალონების დახურვას.

მოწმეების თქმით ბამბუკის ჯოხებით შეაიარაღებულმა ახალგაზრდებმა დაცვა განაიარაღეს და ჩინური აკუპუნქტურის და მასაჟის ცენტრიდან 9 ადამიანი გაიტაცეს. ამის გამო 25 სტუდენტის წიანააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

წითელი მეჩეთის სტუდენტები ადრეც არაერთხელ იყვნენ შემჩნეული საროსკიპოების დარბევაში.

XS
SM
MD
LG