ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვული რეაქტორი სამ კვირაში დაიხურება


ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ მოლაპარაკებებში ამერიკის წარმომადგენელი ქრისტოფერ ჰილი აცხადებს, რომ მისი ვარაუდით ჩრდილოეთ კორეის ძირითადი ბირთვული რეაქტორი სამ კვირაში დაიხურება.

აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ქრისტოფერ ჰილმა ტოკიოში განაცხადა, რომ ფხენიანი დაეთანხმა რეაქტორის სამუშაოების შეჩერებას მას შემდეგ, რაც იგი მონიტორინგის საკითხებზე მოლაპარაკებებს დაასრულებს გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან.

გაეროს ბირთვული უწყების ინსპექტორები ფხენიანში სამშაბათს ჩავლენ.

ჰილი, რომელიც მოულოდნელად ჩაფრინდა ჩრდილოეთ კორეაში, ასევე აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამის საკითხზე ექვსმხრივი მოლაპარაკებები აგვისტოს დასაწყისში განახლდება.

რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ფხენიანისთვის გამიზნული 25 მილიონი დოლარი, რომელიც მაკაუს ბანკიდან მოდიოდა, მოსკოვმა ნიუ იორკის ბანკიდან უკვე მიიღო. ფული ამის შემდეგ ფხენიანს გადაეგზავნება.

XS
SM
MD
LG