ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატები დემოკრატიული პარტიიდან ყურადღებას ერაყზე ამახვილებენ


საზოგადოებრივი აზრის უახლესი გამოკითხვების თანახმად პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატ კანდიდათთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით ნიუ იორკის შტატის წარმომადგენელი სენატორი ჰილარი კლინტონი სარგებლობს. სენატორი კლინტონი პროფკავშირებისა და ლიბერალი აქტივისტების წინაშე გამოსვლებისას საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობს. ამ დღეებში ვაშინგტონში გამართულ ფორუმზე ქალბატონმა კლინტონმა ძირითადად ერაყის სესახებ ისაუბრა. იგი და დემოკრატიული პარტიის დანარცენი სვიდი პრეზიდენტობის კანდიდატი ერაყის ომის იმ მოწინააღმდეგეთა მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ. რომლებიც, როგორც ფიქრობენ დემოკრატთა შიდაპარტიულ არჩევნებზე გადამწყვეტად იმოქმედებენ:

“მე მჯერა, რომ ჩვენ დიპლომატიური გზა უნდა ამოვირჩიოთ და მე სწორედ ამის განხორციელებას დავიწყებ ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში. თუ დღევანდელი პრეზიდენტი არ შეწყვეტს ომს, ამას ჩემი არჩევის შემთხვევაში მე გავაკეთებ”. განაცხადა სენატორმა კლინტონმა.

იგი ერაყიდან ამერიკული ჯარის ეტაპობრივი გამოყვანის დაუყონებლივ დაწყებას უჭერს მხარს. ამ იდეას ილინოისის წარმომადგენელი სენატორი და პრეზიდენტობის მეორე დემოკრატი კანდიდატი ბარაკ ობამაც იზიარებს:

“ერაყთან დაკავშირებით ხეირიანი გადაწყვეტილებების მიღება უკვე დაგვიანებულია. ჩვენ მხოლოდ ცუდ და ძალიან ცუდ გადაწყვეტილებებს შორის არცევანიღა დაგვრჩა. საუკეთესოდ მე ჯარის ეტაპობრივი გამოყვანის დაწყებას მივიჩნევ. გამოყვანა დიდი პასუხისმგებლობით უნდა განხორციელდეს, ერაყში ჯარის უპასუხისმგებლოდ შეყვანისაგან განსხვავებით”. თქვა ბატონმა ობამამ.

თუმცა დემოკრათა ზოგი სხვა კანდიდატი სხვაგვარადაც ფიქრობს:

“მე, რომ პრეზიდენტი ვიყო ჯარის გამოყვანას მიმდინარე წლის მიწურულამდე დავასრულებდი. მე ერაყში ამერიკელ სამხედროთაგან არავის დავტოვებდი. სწორედ ამით განსხვავდება ჩემი პოზიცია სხვა დემოკრატ კანდიდატთა პოზიციებისაგან”. ამბობს ნიუ მექსიკოს შტატის გუბერნატორი ბილ რიჩარდსონი.

ჩრდილოეთ კაროლინას შტატის წარმომადგენელი ყოფილი სენატორი ჯონ ედუარდსი, რომელიც კანდიდატთა შორის პოპულარობით მესამე ადგილზეა ამბობს, რომ მომავალმა პრეზიდენტმა ერაყიდან ჯარის გამოყვანის გარდა ბევრად მეტი უნდა გააკეთოს:

“მე სუნიტთა და შიიტთა ლიდერებს, მათ შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის მიზნით, სერიოზული დიალოგისკენ ვუბიძგებდი. ვინაიდან ასეთი შეთანხმების გარეშე ერაყში მშვიდობა ვერასდროს დაისადგურებს”. აღნიშნა ჯონ ედუარდსმა.

პოლიტიკური ექსპერტები ამბობენ, რომ ჰილარი კლინტონმა ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ მყარად დაიმკვიდრა დემოკრატ კანდიდატთა შორის ლიდერის ადგილი. მან აჩვენა, რომ მართვის გამოცდილებას, როგორც ყოფილი პირველი ლედი და ახლა კი შეერთებული შტატების სენატორი იგი კარგად ფლობს.

თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების თანახმად, ჰილარი კლინტონი დემოკრატა რიგებს უკვე კარგა ხანია რაც ლიდერობს, რესპუბლიკელ და დამოუკიდებელ ამომრჩეველთა შორის იგი ძალზე არაპოპულარულია. ამან კი კლინტონს იმ შემთხვევაში თუ იგი შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვებს და პარტიის ერთადერთ კანდიდატი გახდება, საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო ეტაპზე შეიძლება შეუშალოს ხელი:

“იგი დიდი ხანია რაც ლიდერობს. ეჭვგარესეა, რომ ქალბატონი კლინტონი დიდი პოპულარობით სარგებლობს დემოკრატთა შორის. მაგრამ იგი ზალზე არაპოპულარულია საზოგადოებრივი აზრის იმ გამოკითხვების თანახმად, სადაც მონაწილეობას არა მხოლოდ დემოკრატიული პარტიის წევრები იღებენ. ამბობს კონექტიკუტის სტატის ქუინიპიაკის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პროგრამის დირექტორი მორის კეროლი.

ქუინიპიაკის გამოკითხვის თანახმად, ჰილარი კლინტონი ძალზე უმნიშვნელოდ უსწრებს რესპუბლიკელთა კანდიდატებს. მათ შორის ქალაქ ნიუ იორკის ყოფილ მერს რუდი ჯულიანის, არიზონის შტატის წარმომადგენელ სენატორს ჯონ მაკკეინსა და წინასაპრეზიდენტო სრბოლასი ჯერ არ ცაბმულ ყოფილ ტენესელ სენატორს ფრედ ტომპსონს.

XS
SM
MD
LG