ბირთვულ საკითხებში ირანის წარმომდგენელი ალი ლარიჯანი დღეს ვენაში ატომური ენრგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პრეზიდენტს მუჰამედ ელ-ბარადეის შეხვდება.
შაბათს ბატონი ლარიჯანი პორტუგალიაში ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ხავიერ სოლანასთან გამართავს მოლაპარაკებას.
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის მუსტაფა ფოურ-მუჰამედის განცხადებით თეირანს უკვე გააჩნია 100 კილოგრამი გამდიდრებული ურანი და 150 ტონა ურანიუმის გაზის მარაგი.
გაეროს უშიშროების საბჭომ შეზღუდული სანქციები შემოიღო ირანის წინააღმდეგ, რომელიც უარს აცხადებს ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებაზე.