ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ტერორისტების თავდასხმისას ორი ავღანელი გოგონა დაიღუპა


ორი ავღანელი გოგონა დაიღუპა და ექვსი სხვა დაშავდა როცა ტერორისტები ქალაის მეადანის გოგონათა საშუალო სკოლას დაესხნენ თავს. ავღანეთის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ეს თავდასხმა განახორციელეს ქვეყნის მტრები არიან.

თალიბების რეჟიმის დროს, გოგონებს ეკრძალებოდათ სკოლაში სიარული. ვაჟებისთვის კი განათლება შეზღუდული იყო და ეს პროცესი ძირითადად რელიგიურ სკოლებში სწავლებას გულისხმობდა. 2002რ წელს, თალიბების დამხობის შემდეგ, მეამბოხეები და სხვა ექსტრემისტები ავღანელი მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიმართ ტერორის კამპანიას აწარმოებენ, რაც განსაკუთრებით გოგონების წინააღმდეგ მიმართულ ფაქტებს გულისხმობს.

ავღანეთის განათლების მინისტრი აცხადებს, რომ 2006 წელს ტერორისტებმა 180-ზე მეტი სკოლა გაანადგურეს. მოჰკლეს 85 მოსწავლე და 40ზე მეტი მასწავლებელი. ავღანეთში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ქეთრინ მბენგე ამბობს რომ სკოლებშI გოგონათა სიჭარბე პროგრესის ნიშანია, და რომ ეს ფაქტი ბევრს აშინებს. განათლების სისტემის ხელყოფით, ეს ადამიანები ავღანურ საზოგადოებას უქადიან საფრთხეს.

ქვეყნის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი კი ამბობს, რომ ავღანელი ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვიან:

მათ მოინდომეს, რომ საზოგადოებაში საკუთარი, დამსახურებული ადგილი ჰქონოდათ, ისევე როგორც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქალები დღეს ავღანეთის პარლამენტშიც გვხვდება. ისევე როგორც სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ციტატის დასასრული

ავღანეთის 5 მილიონ ოთხასი ათასი მოსწავლიდან, 35 პროცენტი გოგონაა. 2002 წლის შემდეგგანახლდა 3 000 სკოლა, გამოიცა 60 მილიონი სახელმძღვანელო და მოხერხდა 50 000 მასწავლების გადამზადება. ამერიკამ ასეთი პროგრესის მხარდაჭერა ავღანეთის განათლების სფეროში 280 მილონი დოლარის საფასურად შესძლო 2008 წლის შემდეგ. 650 განახლებული სკოლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მასწავლებელთა კოლეჯი ქაბულში. აქ ყოველწლიურად დაახლოებით 600 ავღანელი მასწავლებლის ტრეინინგი ტარდება.

ავღანეთში ამერიკის ელჩი უილიამ ვუდი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ავღანეთის დახმარებას უსაფრთხოების, ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა დარგებში. თუმცა ბოლოს, მისივე განცხადებით, ავღანეთი მხოლოდ მის ხალხს ეკუთვნის და ის გმირობა და სიმტკიცე რომელსაც ავღანელები იჩენენ, გამარჯვების ყველაზე დიდი წინაპირობა იქნება.

XS
SM
MD
LG