ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშვიდობო მოლაპარაკებები პალესტინაში შექმნილი დაძაბული ვითარების განსამუხტად


მომავალ სამშაბათს იერუსალიმში ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის მონაწილეთა პირველი შეხვედრა გაიმართება, ჰამასის მიერ ღაზის სექტორის ხელში ჩაგდების შემდეგ.

გაეროს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების და რუსეთის წარმომადგენლები ეგვიპტეში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის და პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის შეხვედრის შემდეგ გამართავენ მოლაპარაკებას.

შარმ ალ-შეიხში დაგეგმილ შეხვდრას ეგვიპტის და იორდანიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

სამშვიდობო მოლაპარაკებები პალესტინაში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე გაიმართება, როდესაც ღაზის სექტორს ჰამასი აკონტროლებს მდინარე იორდანიის დასავლეთ ნაპირის ტერიტორიას კი მაჰმუდ აბასის მომხრე ფათას დაჯგუფება.

ისრაელი, შეერთებული შტატები და არაბული სახელმწიფოები მაჰმუდ აბასის ხელისუფლებას უჭერენ მხარს.

XS
SM
MD
LG