ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში, ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


შეტაკებებს ადგილი ჰქონდა ბაღდადში. სამშაბათის შემდეგ, ამერიკელებს შორის 15 ჯარისკაცი დაიღუპა.

ამერიკის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი აცხადებს, რომ ამერიკელი ჯარები ერაყში მტკიცე დაპირისპირებას ეღობებიან, რამეთუ ისინი იმ ადგილებში აღწევენ, სადაც უკვე დიდი ხანია არ ყოფილან.

გუშინ, გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 5 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ასევე სამი ერაყელი სამოქალაქო პირი და ერთი ერაყელი თარჯიმანი.

ასევე გუშინ, ამერიკელმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა სამი რეიდი გაატარეს ბაღდადში, იმ ქსელი წინააღმდეგ, რომელმაც გზის პირას განახორციელა თავდასხმა. სამხედრო წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულია 18 ეჭვმიტანილი მეამბოხე, რომლებსაც იარაღი ჩამოართვეს.

XS
SM
MD
LG