ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ძალებმა მოახერხეს 20 ეჭვმიტანილი თალიბი მეამბოხის განეიტრალებაც


ავღანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში ნატოს ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმებისას, დაიღუპა 25 ავღანელი სამოქალაქო პირი, მათ შორის სამი ბავშვი. ნატოს ძალებმა მოახერხეს 20 ეჭვმიტანილი თალიბი მეამბოხის განეიტრალებაც.

ჰელმანდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეიდი მას შემდეგ განხორციელდა რაც თალიბებმა შეტევები დაიწყეს ამ რაიონში. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, მეამბოხეები საფარის მიზნით, მაცხოვრებლების სახლებში იყვნენ გამაგრებულნი.

ნატოს წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კამპანიას მოდიფიცირებას უხდენენ, რათა სამოქალაქო პირების სიკვდილიანობა აიცილონ თავიდან.

ყანდაარის პროვინციაში განვითარებული ბრძოლებისას კი გუშინ კოალიციის ჯარებმა რამდენიმე მოთარეშე მოჰკლეს.

XS
SM
MD
LG